მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "დღეს ის სონალდო ნაზარიო იყო... ასეთი გოლი ბოლოს 1996 წელს ვნახე"

ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის მე-16 ტურში „ბარნლი“ 5:0 გაანადგურა. მატჩის მთავარი მოქმედი პირი სამხრეთ კორეელი ფორვარდი სონ ჰიონ მინი იყო, რომელმაც თავისი სისწრაფის ხარჯზე გვერდი მეტოქის 7 მოთამაშეს აუარა და საოცარი გოლი გაიტანა.

 

მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სონის გოლი ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდოს მიერ 1996 წელს შექმნილ შედევრს შეადარა:

ჯერ კიდევ ამ გოლამდე, ჩემი შვილი მას სონალდოს ეძახდა. ეს სახელი ლუის ნაზარიო რონალდოს საპატივცემულოდ შეარქვა. და დღეს ის სონალდო ნაზარიო იყო.

ერთადერთი გოლი, რომელიც დღევანდელ გოლთან შესადარებლად მახსენდება სწორედ რონალდოს გოლია, 1996 წელს „ბარსელონაში“ როცა პატივი მქონდა სერ ბობი რობსონის გვერდით ვყოფილიყავი. ბრაზილიელმა“კომპოსტელას“ სუპერგოლი გაუტანა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები