უდიდესი წარმატება! რევიამ და კაზაკოვამ ტურინის გრან პრი მოიგეს!
Aa
Aa

უდიდესი წარმატება! რევიამ და კაზაკოვამ ტურინის გრან პრი მოიგეს!

ტურინში მიმდინარე გრან პრიზე ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ დიდი სენსაცია მოახდინეს! 

სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) მიერ ორგანიზებული გრან პრის ფინალური ეტაპი ქართულმა წყვილმა დიდებულად ჩაატარა და თავისუფალ პროგრამაში 106,14 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგი გახლდათ! ოქროს მედლები საქართველოს დარჩა!

რევიამ და კაზაკოვამ მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს 0,12 ქულით აჯობა.

ქართულ წყვილს ჯამში 174,9 ქულა დაუგროვდა, მათ ამერიკელებს 0.16 ქულით აჯობეს, ხოლო მესამეადგილოსან რუსებს 10,68 ქულით.

შეგახსენებთ, რომ იუნიორთა შორის ყინულზე ცეკვაში მსოფლიოს 6 საუკეთესო წყვილი მონაწილეობდა.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალ პროგრამაში გამოსვლები 7 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ცხელი ამბები