სატრანსფერო სენსაცია!
Aa
Aa

სატრანსფერო სენსაცია! "სიტი" "ბარსელონას" ლიდერის შეძენას აპირებს!

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და კლუბის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებები არსებობს. აღნიშნული სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას კი არაერთი ევროპული გრანდი ცდილობს.

როგორც "El Mundo Deportivo" იუწყება, ბრაზილიელი შემტევის შეძენა "მანჩესტერ სიტის" სურს და ინგლისელები მზად არიან, ნეიმარის ყველა საკონტრაქტო მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სიტის" წარმომადგენლები ნეიმარის მამას დაუკავშირდნენ, რომელიც ასევე ფეხბურთლის აგენტიც გახლავთ. თუ რა შედეგი გამოიღო საუბარმა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ინგლისური კლუბი ნეიმარის შეძენით სერიოზულად რომ არის დაინტერესებული, ეს ფაქტია. მართალია ბრაზილიელი შემტევის სატრანსფერო ფასი ძალიან მაღალია, თუმცა ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში შეიხები ნებისმიერი თანხის გადასახდელად მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის შეძენით "მანჩესტერ სიტის" გარდა, "პარი სენ ჟერმენი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალიც" არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები