ირაკლი ბუღრიძე
Aa
Aa

ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ტოვებს

CrystalSport_ის ცნობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ "ბეერსხოტს" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ტოვებს.

ფეხბურთელის გადაბირებით ბათუმის "დინამო" დაინტერესებული იყო, თუმცა საბოლოოდ გია გეგუჩაძემ ვაგნერ გონსალვეშთან მუშაობა გადაწვიტა, რომელიც აჭარულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

CrystalSport_ის ცნობით ბუღრიძისადმი ინტერესს უნგრეთის, ავსტრიისა და რუსეთის უმაღლესი ლიგის კლუბები იჩენენ, თუმცა შესაძლოა მოთამაშემ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება გადაწყვიტოს. ამ ეტაპზე ფეხბურთელს ახალ გუნდთან დაკავშირებით არჩევანი არ გაუკეთებია.

21 წლის ფეხბურთელმა 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატში "ჩიხურას" რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, თუმცა მისი ბელგიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა და შესაძლებლობების გამოვლენას სხვა კლუბში, განსხვავებულ გარემოსა და ჩემპიონატში ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები