Aa
Aa

"გენტის" მთავარი მწვრთნელი: "გარისკვას არ ვაპირებთ... ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება"

ბელგიური იუპერ ლიგის მე-18 ტურში „გენტისა“ და „ზულტე ვარეგემის“ შეხვედრაში ქართველი გულშემატკივარი გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა და ქართველი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა.

8 თვიანი პაუზის შემდეგ, 20 წლის ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა არ გარისკა და კიდევ რამდენიმე დღით მოიცადა „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იენ ტორუპმა, რომელმაც გიორგის განაცხადს მიღმა დატოვება ასე ახსნა:

„გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება ახლოვდება. მას მხოლოდ სათამაშო რიტმის დაბრუნებაღა აკლია. დიახ, შემეძლო ის „ზულტე ვარეგემთან“ შეხვედრის განაცხადში შემეყვანა, მაგრამ გარისკვას არ ვაპირებთ.

მნიშვნელოვანია, რომ არ ვიჩქაროთ და მისი მოედანზე დაბრუნება ეტაპობრივად მოხდეს“.

თავად ჩაკვეტაძე ოპტიისტურ განწყობაზეა და თამაშის განახლებას მოუთმენლად ელის:

უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ ვარ, მაგრამ მოედანზე 15-20 წუთით თამაში ნამდვილად შემიძლია.

რაც მთავარია ურთულესი პერიოდი გადავლახე, ფსიქოლოგიურად კარგად ვარ და მოედანს უფრო ძლიერი დავუბრუნდები.

მადლობა "გენტს", რომელიც ამ რთულ დროს გვერდში მედგა და ახალი კონტრაქტიც შემომთავაზა. მოუთმენლად ველი, თუ როდის გავალ კვლავ ჩვენს საშინაო არენაზე სათამაშოდ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები