ზაგრების საერთაშორისო ტურნირი: ქართველი მოციგურავეების ოქროს მედალი!
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი: ქართველი მოციგურავეების ოქროს მედალი!

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირზე (იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში იმართება) სპორტულ წყვილთა შორის ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს!

მეორე და მესამე ადგილებზე აშშ-ს წარმომადგენლები გავიდნენ.

ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ქართულმა წყვილმა ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც მათ თვითრწმენას კიდევ უფრო გაამყარებს.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში ზაგრებში საქართველოს მორის ყვითელაშვილი წარადგენს.

ცხელი ამბები