ევროლიგა: მარცხი ლიდერთან - შენგელიას 20 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა
Aa
Aa

ევროლიგა: მარცხი ლიდერთან - შენგელიას 20 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის მე-12 ტურში საკუთარ კედლებში მძიმე მარცხი განიცადა. ვიტორიელები „ანადოლუ ეფესთან“ 77:102 განადგურდნენ.

თოკომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშა და პარკეტზე 35:55 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 20 ქულა, 3 გადაცემა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. ასევე, 2 დაკარგვა და 1 ფოლი ჰქონდა. მეტოქე მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა.

შენგელია „ბასკონიას“ რიგებში შედეგიანობის კოეფიციენტით (19) საუკეთესო იყო.

„ეფესის“ რიგებში კვლავ ბრწყინავდა „ბასკონიას“ ყოფილი მოთამაშე შეინ ლარკინი, რომელმაც 24 ქულა და 8 გადაცემა მიითვალა. როგორც მოგეხსენებათ, მან გასულ ტურში „ბაიერნთან“ 49 ქულა ჩააგდო და ევროლიგის რეკორდი მოხსნა.

ამ მარცხის შემდეგ, „ბასკონიას“ 5 მოგება და 7 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში კი მე-9 და მე-13 ადგილებს ინაწილებს. მომდევნო ტურში ისინი უშუალო კონკურენტს „ცრვენა ზვეზდას“ ბელგრადში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები