ბითაძეს კვლავ ცოტა დრო მისცეს -
Aa
Aa

ბითაძეს კვლავ ცოტა დრო მისცეს - "ინდიანა" "დეტროიტთან" დამარცხდა

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა და სტუმრად „დეტროითან“ 101:108 დამარცხდა.

20 წლის ქართველმა ცენტრამა პარკეტზე 5:33 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 1 დაფარება და 1 არაზუსტი სამიანი იყო. გოგას კვლავინდებურად ძალიან ცოტას ათამაშებენ...

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. საწყისი სამი მეოთხედის შემდეგ „პეისერსი“ 75:71-ს იგებდა, შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე ანგარიში 101:101 იყო, საბოლოოდ კი ბლეიკ გრიფინის სამქულიანმა მასპინძლებს გამარჯვებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადაადგმევინა.

„პისტონსის“ გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელი დრამონდი-გრიფინის დუეტი იყო. ანდრემ 25 ქულა და 22 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ბლეიკმა 25 ქულა ჩააგდო და რაც მთავარია გადამწყვეტი სამიანი მის ანგარიშზეა.

„ინდიანას“ რიგებში 26 ქულით საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო, საბონისს კი ტრადიციულად ორმაგი დუბლი ჰქონდა - 18 ქულა, 13 მოხსნა.

ინდიანაპოლისელები აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 შეხვედრის შემდეგ 14 მოგებითა და 8 მარცხით მე-6 პოზიციას იკავებენ. „დეტროიტს“ კი (ასევე აღმოსავლეთი) 23 შეხვერაში 9 მოგება და 14 მარცხი აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.

ბითაძის გუნდი მომდევნო ტურში 8 დეკემბერს „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები