L'Équipe - პოგბამ „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვიტა
Aa
Aa

L'Équipe - პოგბამ „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვიტა

L'Équipe იტყობინება, რომ პოლ პოგბამ „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა გადაწყვიტა. 

ფრანგული გამოცემა 26 წლის მოთამაშეს ევროპული ფეხბურთის ორ გრანდს, „იუვენტუსსა“ და „რეალს“ უკავშირებს, თუმცა დასძენს, რომ პოგბას იტალიაში დაბრუნების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს და უპირატესობას „რეალს“ ანიჭებს.

L'Équipe-ის მიხედვით „ბებერ ქალბატონს“ „მანჩესტერის“ სუპერვარსკვლავის დაბრუნება სურს, მაგრამ ძალიან მცირე შანსია პოგბა „იუვენტუსს“ შუერთდეს.

ფრანგული ტაბლოიდის მიხედვით მთავარი ფავორიტი მადრიდის „რეალი“ გახლავთ. ზინედინ ზიდანი თვლის, რომ პოლ პოგბა ის ფეხბურთელია, რომელიც მის გუნდს სჭირდება. „ზიზუ“ პოგბას ტრანსფერის გაჩარხვას კვლავ დაჟინებით ითხოვს და მისი გადაბირება „ნებისმიერ ფასად" სურს.

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსის“ თავკაცს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უნდოდა და ესპანური პრესის ცნობით ახლაც იგივე მიზნები ამოძრავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები