BREAKING – „ჩელსის“ ზამთარში ტრანსფერების გაჩარხვის უფლება მისცეს
Aa
Aa

BREAKING – „ჩელსის“ ზამთარში ტრანსფერების გაჩარხვის უფლება მისცეს

ლონდონის  „ჩელსის“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების დამატება შეეძლება. როგორც იცით თებერვალში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „არისტოკრატებს“ ტრანსფერების განხორციელება ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აუკრძალა და 475 000 ფუნტის გადახდა დააკისრა.

„ლურჯებმა“ გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს და რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ყველაფერი ლონდონური კლუბის სასარგებლოდ დასრულდა.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ „ჩელსის“ სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლურჯებს" ზამთარში ტრანსფერების გაჩარხვა შეეძლებათ. ამასთან ერთად ლონდონური გრანდი 231 000 ფუნტს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები