„რა არის ამ სათაურში რასისტული“? – Corriere dello Sport-ის რედაქტორის პასუხი კრიტიკას
Aa
Aa

„რა არის ამ სათაურში რასისტული“? – Corriere dello Sport-ის რედაქტორის პასუხი კრიტიკას

Corriere dello Sport-ის რედაქტორმა, ივან ზაძარონიმ კრიტიკოსებს უპასუხა და გაზეთში გამოყენებული სათაური - „შავი პარასკევი“ დაიცვა.

ზაძარონი შექმნილი სიტუაციის შესახებ რადიო 24-ს ესაუბრა და განაცხადა: „გთხოვთ, ვინმემ მითხარით რა არის ამ სათაურში რასისტული? იცით, 40 წლიანი კარიერის განმავლობაში რამდენი მსგავსი სათაური გამომიყენებია?

ლუკაკუსა და სმოლინგის ფოტოსურათების მთავარ გვერდზე განთავსება გუნდებისთვის ძლიერი მესიჯია. ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერთად თამაშობდნენ! ხოლო ფასდაკლებების გამო, ამჟამად მთელ ქვეყანაში „შავი პარასკევია“. ასე რომ თუ შეიძლება ამიხსენით რაშია პრობლემა? „შავი პარასკევი" გახლდათ გზა, რომლითაც არსებული განსხვავება შევაქეთ"..

"თუ მათ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ, სხვა მხარეს უნდა გაიხედონ და სერიოზულ პრობლემებზე კონცენტრირდნენ. ეს სათაური რასისტული ნამდვილად არაა. ეს ჩვეულებრივი სათაურია, რომელიც კონტექსტში ძალიან კარგად ჯდება. ბედნიერი ვარ, რომ სათაურად სწორედ ეს წინადადება ავარჩიე. სამარცხვინო კი ის ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ სტადიონზე მაიმუნის მსგავსი ხმების გამოცემა რასიზმი არაა".

აღსანიშნავია, რომ Corriere dello Sport-მა დღეს გამოცემული გაზეთის მთავარ გვერდზე ასეთი შინაარსის ტექსტი განათავსა:„ვის უწოდებთ რასისტებს? თქვენ ლინჩის წესით ასამართლებთ გაზეთს, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტია თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვის".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები