არსენაშვილის გოლებით
Aa
Aa

არსენაშვილის გოლებით "ბრაგამ" "ბენფიკა" დაამარცხა

პორტუგალიის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის გუნდმაბრაგამლისაბონისბენფიკა“ 28-27 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ხელბურთელი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 4 გოლი გაიტანა.


 

 21 წლის არსენაშვილს, მცირე ტრავმის გამო ბოლო 3 მატჩში თითქმის არ უთამაშია და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ორჯერ დამარცხდა სტუმრად - მაია ისმაისთან და ბელენენსეშთან. ამის შემდეგ ბრაგა მეორე ეტაპზე გამსვლელ მეექვსე ადგილზე დაბლა დაეშვა, მაგრამ მეთხუთმეტე ტურში, პორტუგალიურ გრანდთან გამარჯვებით ექვსეულში დაბრუნდა.

დეკემბერში ბრაგას კიდევ 4 მატჩი აქვს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ორივე მონაწილესთან, პორტუსა და სპორტინგთან.

ამ ორმა კლუბმა ერთმანეთში ფრედ, 29-29 ითამაშეს.

ცხელი ამბები