Aa
Aa

მარტინესი: „აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ედენ აზარი შეაქო და მას ფეხბურთის მაიკლ ჯორდანი უწოდა.

46 წლის სპეციალისტმა „რეალის“ სუპერვარსკვლავის შესახებ ერთ-ერთ იტალიურ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

„მიმაჩნია, რომ აზარი ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს. ედენი წლებია იმ დონეზე თამაშობს, რომელიც ოქროს ბურთის დასასაკუთრებლადაა საჭირო და ყოველთვის ღირსეულ კანდიდატთა შორისაა. აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია“.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელ შემტევს ამჟამად ტრავმა აწუხებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრაში თანამემამულე ტომას მუნიესთან შეჯახების შემდეგ მიიღო. დაზიანება მსუბუქი არაა და აზარი გუნდს 18 დეკემბერს გასამართ „ელ კლასიკოში“ ვერ დაეხმარება. თავდაპირველად იყო საუბარი, რომ „რეალის“ სუპერვარსკვლავი მატჩში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ გუშინ მადრიდულმა გამოცემებმა, AS-მა და Marca-მ „სამეფო კლუბის“ ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები