Aa
Aa

სუარესი: „მესის სიტყვები არასწორად გაიგეს"

ლუის სუარესი თვლის, რომ საზოგადოებამ ლიონელ მესის სიტყვები არასწორად გაიგო. „ლა პულგამ“ ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ კარიერის დასრულებაზე ისაუბრა და Be in Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში ურუგვაელი სწორედ ამ საკითხს შეეხო.

„მესი ახლაც მაოცებს, რადგან ის განსაკუთრებულია და ისტორიას წერს. როგორც მისი მეგობარი და თანაგუნდელი ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მან ოქროს ბურთი მიიღო.

როცა ფეხბურთელი ოქროს ბურთს იგებს ის ბედნიერია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნერვიულობს. გამონაკლისი არც ლეოა. მესი ჩვეულებრივი ადამიანია და ისიც ჩვენსავით ნერვიულობს. მას უნდოდა ეთქვა, რომ რამდენიმე წელში შესაძლოა კარიერის დასრულებასთან შეგუება მოუწიოს. ჩემი აზრით ლეოს სიტყვები არასწორად გაიგეს და დარწმუნებული ვარ ლიონელ მესი ფეხბურთს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს“.

32 წლის თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილ ორ ფიასკოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „რომასთან“ და „ლივერპულთან“ მარცხი მხოლოდ და მხოლოდ „ბარსელონას“ ფეხბურთელების ბრალი იყო.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება ურთულესი ამოცანაა. ბოლო ორ სეზონში მომხდარი ძალიან მტკივნეული გახლდათ, თუმცა ვიცით, რომ ყველაფერი 100 პროცენტით ჩვენი ბრალი იყო და ამჯერად სიტუაციის გამოსწორებას შევეცდებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები