5 დეკემბერი - დღე, როცა ჯონ ჯონსი
Aa
Aa

5 დეკემბერი - დღე, როცა ჯონ ჯონსი "დამარცხდა"

2009 წლის 5 დეკემბერს ჯონ ჯონსი მეტ ჰემილს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელს UFC-ში ზედიზედ ორი ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, თუმცა „ბოუნსი“ აშკარა ფავორიტად ითვლებოდა.

ჯონსმა სტატუსი გაამართლა და ორთაბრძოლა მისი უდიდესი უპირატესობით დაიწყო. ერთ-ერთ ეპიზოდში მან ჰემილი ფიცარნაგზე დააგდო და მეტოქეს იდაყვებით უტევდა. ყველა ელოდებოდა, რომ ორთაბრძოლა შეჩერდებოდა და ჯონსი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა, თუმცა იმ დღეს მსაჯი სტივ მაზაგატი იყო...

ამ უკანასკნელმა ბრძოლა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ჯონსმა იდაყვებით განხორციელებული დარტყმებისას წესები დაარღვია. „ბოუნსმა“ ჰემილს იდაყვი 90 გრადუსიანი კუთხით დაარტყა (89 გრადუსიანი კუთხით რომ დაერტყა წესებს არ დაარღვევდა), რაც აკრძალული გახლავთ. ამის შემდეგ მაზაგატი მეტთან მივიდა, რომელიც ყრუა და ჰკითხა სურდა და არა ბრძოლის გაგრძელება. როცა მისგან პასუხი ვერ მიიღო გამარჯვებულად ჰემილი გამოცხადდა. „ბოუნსმა“ კი იდაყვით განხორციელებული აკრძალული დარტყმების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა 2019 წლის ივნისში განაცხადა, რომ ხსენებული დისკვალიფიკაციის გაუქმება სურს. უაითს მხარს ჯო როგანიც უჭერს და აღნიშნავს, რომ წესი, რომელიც ამბობს, რომ იდაყვით დარტყმები მხოლოდ 90-გრადუსიანი კუთხით უნდა განხორციელდეს UFC-ში ყველაზე სულელურია.

ცხელი ამბები