მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა!
Aa
Aa

მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა!

"კოპა ამერიკის" ფინალში ჩილესთან პენალტებში წაგების შემდეგ ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დასრულებულად გამოაცხდა.

"ეს მეოთხე წაგებული ფინალია. ეს ის ტურნირია, რომლის მოგებაც ძალიან მინდოდა, თუმცა არ გამოვიდა... ასე რომ, ეს დასასრულია". 

"ძალიან რთულია, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ნაკრებში ტიტულისთვის მე ვეღარ ვიბრძოლებ". - აქვეყნებს მესის სიტყვებს ბრიტანული BBC.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას ჩილესთან მატჩის შემდგომი პენალტებისას მესიმ დარტყმა კარს ააცილა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ მეორედ ეს ტიტული სწორედ ჩილეს დაუთმო, თანაც ორივეჯერ პენალტებში დამარცხდა...

როგორც აღინიშნა, "ბარსას" ვარსკვლავმა სხვადასხვა დროს ნაკრებთან ერთად 4 ფინალი წააგო (2007, 2015, 2016 - კოპა ამერიკა და 2014 - მსოფლიო ჩემპიონატი). ერთადერთი სანაკრებო წარმატება 2008 წლის ოლიმპიადაა, სადაც არგენტინამ და მესიმ მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენეს. 

მესის სანაკრებო ნათლობა 2005 წელს შედგა, მისი მონაგარი 113 შეხვედრა და 55 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები