იბრაჰიმოვიჩი: „მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს და ის ბრაზილიელია
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: „მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს და ის ბრაზილიელია"

ზლატან იბრაჰიმოვჩმა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა. "იბრამ" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა და განაცხადა: "ვიპოვი თუ არა ნამდვილ რონალდოს იტალიაში? არა, რა თქმა უნდა! მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს და ის ბრაზილიელია".

"იყო თუ არა კრიშტიანუსთვის "იუვენტუსში" გადასვლა გამოწვევა? მან კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელსაც სერია A ზედიზედ 7-ჯერ ჰქონდა მოგებული. ეს გამოწვევა ნამდვილად არაა. თუ მას გამოწვევის მიღება სურდა, "იუვეში" მაშინ უნდა გადასულიყო, როცა "ბებერი ქალბატონი" სერია B-ში იმყოფებოდა. რონალდუ გუნდს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა და თავისი კლუბი უმაღლეს საფეხურზე აეყვანა".

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი უდიდესი ალბათობით სერია A-ში დაბრუნდება. Corriere della Sera-ს ინფორმაციით, "იბრას" გადაბირების მთავარი ფავორიტი "მილანია". გამოცემის მიხედვით, „როსონერი“ თავისი დაარსებიდან 120 წლის იუბილეს 15 დეკემბერს აღნიშნავს და იქამდე რამდენიმე საათით ადრე ზლატან იბრაჰიმოვიჩის წარდგენა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები