ზლატანს არაფერი ავიწყდება - „იბრამ
Aa
Aa

ზლატანს არაფერი ავიწყდება - „იბრამ" მატერაციზე შური 4 წლის შემდეგ იძია

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 2010 წლის 14 ნოემბერს, მილანურ დერბიში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მატერაცის წინააღმდეგ ისე იუხეშა, რომ იტალიელი უკანახაზელის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

GQ-სთან საუბრისას "იბრამ" აღნიშნა, რომ ეს შურისძიება იყო, რომელსაც 4 წელი ელოდებოდა.

"მატერაცი ხისტი ფეხბურთელი გახლდათ. ხისტი ფეხბურთელების ორი კატეგორია არსებობს. ერთი კატეგორიის წარმომადგენლების მიზანი მხოლოდ სხვებისთვის ტკივილის მიყენებაა. პაულო მალდინიც ხისტი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მატერაცისგან განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა.

2006 წელს "იუვენტუსისა" და "ინტერის" მატჩის დროს, მატერაციმ ჩემ წინააღმდეგ იუხეშა. ტკივილის გამო, იძულებული გავხდი მოედანი დროებით დამეტოვებინა და კაპელომ მითხრა, რომ ჩემს შეცვლას აპირებდა. მე კი ვუპასუხე, რომ თამაშის გაგრძელება მსურდა.

შურის საძიებლად მოედანზე დაბრუნება მინდოდა. ზლატანი ასეთ გამოხტომას არავის პატიობს და მსგავს უხეშობას არასდროს დაივიწყებს, თუმცა ორი წუთის შემდეგ მივხვდი, რომ ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ თამაშს ვეღარ გავაგრძელებდი. ამ ინციდენტის შემდეგ, "ინტერში", "ბარსელონაში" და "მილანში" ვითამაშე.

2010-11 წლების სეზონის პირველ დერბიში, "ნერაძურის" ყველა ფეხბურთელი ჩემ წინააღმდეგ იყო, რამაც დამატებითი მოტივაცია მომცა, მაგრამ საკუთარ თავს ვაკონტროლებდი, რათა სისულელე არ გამეკეთებინა. პირველ ტაიმში პენალტი მოვიპოვე და აბა თუ გამოიცნობთ ჩემ წინააღმდეგ ვინ იუხეშა? დიახ, მარკო მატერაციმ.

მეორე ნახევარში, ერთ მომენტში დავინახე, რომ "მატრიცა" ჩემკენ მოდიოდა. მე მას ტაეკვანდოს ილეთით დავხვდი და საავადმყოფოში გავგზავნე. მოგვიანებით სტანკოვიჩმა მკითხა ასე რატომ მოვიქეცი, მე კი ვუპასუხე: "ამ მომენტს 4 წელი ველოდებოდი. აი ამიტომ"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები