ქართველი გოგონების ოქროს მედლები იაპონიაში
Aa
Aa

ქართველი გოგონების ოქროს მედლები იაპონიაში

ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

11-12 წლამდელთა კატეგორიაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ჩინებულად იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ქართულმა წყვილმა კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვა და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩა, ფინალში კი, 44.340 ქულით პირველობა იზეიმა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯთა შორის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერიაც გახლდათ

ცხელი ამბები