აზარი
Aa
Aa

აზარი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს! - როგორი სქემით ითამაშებს ზიდანი?

წამყვანმა მადრიდულმა გამოცემებმა AS-მა და Marca-მ „რეალის“ ქომაგებისთვის სამწუხარო სიახლე გაავრცელეს. კოჭის ტრავმის გამო ედენ აზარი „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს.

18 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში თავდაპირველად აზარის თამაში იგეგმებოდა, რადგან მისი დაბრუნების ვადად ექიმები 10 დღეს ასახელებდნენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს.

პოზიტიური არის ის, რომ გუნდს მარსელო უბრუნდება, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

Marca წერს, რომ ზიდანისთვის გამოსავალი 4-4-2 სქემის გამოყენება იქნება, რომელშიც ფორვარდების როლს ბენზემა და ბეილი მოირგებენ.

ედენ აზარი „ესპანიოლთან“ (შინ), „ბრიუგესთან“ (სტუმრად), „ვალენსიასთან“ (სტუმრად), „ბარსელონასთან“ (სტუმრად“), „ხეტაფესთან“ (სტუმრად) და „ვალენსიასთან“ ესპანეთის სუპერ თასზე გასამართ ნახევარფინალს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ აზარმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან შეხვედრაში თანამემამულე ტომას მუნიესთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები