ქომაგი, რომელსაც ერთი წლის სიცოცხლე დარჩა ოცნებობს ლებრონს ხელი ჩამოართვას
Aa
Aa

ქომაგი, რომელსაც ერთი წლის სიცოცხლე დარჩა ოცნებობს ლებრონს ხელი ჩამოართვას

კორი გროვსი ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ დიდი გულშემატკივარია. 17 წლის ბიჭუნას მეოთხე სტადიის სარკომა აქვს და ექიმების თქმით ერთი წლის სიცოცხლე დარჩა.

კორი 25 დეკემბერს, როცა ამერიკაში შობას აღნიშნავენ, „კლიპერსისა“ და „ლეიკერსის“ შეხვედრას დაესწრება და სურს თავის კუმირს, ლებრონ ჯეიმსს ხელი ჩამოართვას.

„სანამ ცუდად გავხდებოდი, კალათბურთით ვცოცხლობდი“.

„არის შანსი, რომ შობა ჩემთვის ბოლო დღესასწაული იყოს. იმედი მაქვს ჩემი სიტყვები გავრცელდება, ლებრონის ყურადღებას მივიპყრობ და შევძლებ ჩემს კუმირს ხელი ჩამოვართვა“.

გროვსმა დასძინა, რომ იგი ჯეიმსს, როგორც პარკეტზე, ასევე მის მიღმა ჩადენილი გმირობების გამო დიდ პატივს სცემს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი წარსულში ერთხელ უკვე დაფიქსირდა. 2017 წელს, კაილ ოზბორნმა, რომელსაც სიმსივნის იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანიით მოახერხა და ლებრონ ჯეიმსს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი, კევინ კონორი, რომელმაც კორის ისტორია გაასაჯაროვა, ლებრონ ჯეიმსის Children’s Wish Foundation-ს დაუკავშირდა, თუმცა მათგან ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები