უმცროსმა ბორჯღალოსნება სამხრეთ აფრიკას 5 ლელო დაუდეს
Aa
Aa

უმცროსმა ბორჯღალოსნება სამხრეთ აფრიკას 5 ლელო დაუდეს

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "შევარდენზე" სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 40:33 დასრულდა.

ახალგაზრდა მორაგბეებმა მატჩში 5 ლელოს დადება მოახერხეს. ახალგაზრდა ბორჯღალოსნებიდან თავი ლევან ქუშაშვილმა ,ლუკა ხეხელაშვილმა , იოანე იაშაღაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ და თემურ კოხოძემ გამოიჩინეს.

 

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან 21:28 დამარცხდნენ. წინა შეხვედრაში ქართველებმა 2 ლელო დადეს.

ცხელი ამბები