ოქროს ბურთი 2019 - ჟურნალისტების ყველაზე უცნაური გადაწყვეტილებები
Aa
Aa

ოქროს ბურთი 2019 - ჟურნალისტების ყველაზე უცნაური გადაწყვეტილებები

2019 წელს ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა ვირჯილ ვან დეიკს 7 ქულით აჯობა. მესამეადგილოსანმა რონალდუმ 476 ქულა დააგროვა. მეოთხეზე 347 ქულით სადიო მანე გავიდა, ხოლო მეხუთე პოზიციას 178 ქულით მოჰამედ სალაჰი დასჯერდა.

როგორც მოგეხსენებათ France Football-მა 176 ჟურნალისტის ხმა მიიღო. თითოეულმა რესპოდენტმა თავისი რჩეული ხუთეული დაასახელა. ბუნებრივია უმეტესობამ არჩევანი ზემოთ ხსენებულ მოთამაშეებზე შეაჩერა, თუმცა გამონაკლისებიც იყვნენ.

გვატემალის წარმომადგენლით დავიწყოთ, რომელმაც ლიონელ მესი თავის ხუთეულში არ შეიყვანა. მან ალისონ ბეკერი, ვან დეიკი, ფრენკი დე იონგი, რობერტო ფირმინო და მოჰამედ სალაჰი გამოარჩია, ზუსტად ამ თანმიმდევრობით. ალბათ მარტივად გამოიცნობთ რომელი გუნდის ქომაგია ის... გვატემალელს ხორვატმა კოლეგამაც მიბაძა - 1 - რონალდუ, 2 - ალისონი, 3 - აგუერო, 4 - ვან დეიკი, 5 - მბაპე.

ლიბანის წარმომადგენელმა პირველი ადგილი „ლა პულგას“ მიაკუთვნა, მაგრამ მეორე პოზიცია რიად მაჰრეზს არგუნა. სერბმა ჟურნალისტმა ტოპ 5-ში დუშან ტადიჩი შეიყვანა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ, ტადიჩი ხომ სერბია, მაგრამ მის ხუთეულში რონალდუ და ვან დეიკი არ იყვნენ - მესი, ალისონ ბეკერი, ლევანდოვსკი, ტადიჩი, მაჰრეზი. 

სერბი კოლეგის სულისკვეთება სამრეთ კორეელმაც გაიზიარა და სონი გამოარჩია. ტოგოელმა ჟურნალისტმა მესამე ადგილი უგო ლორისს არგუნა, მაგრამ შრი ლანკის წარმომადგენელს მაინც ვერავინ შეედრება. ამ უკანასკნელის ხუთეული ასე გამოიყურება - 1 - ალექსანდერ-არნოლდი, 2 - ობამეიანგი, 3 - გრიზმანი, 4 - ლევანდოვსკი, 5 - ტერ შტეგენი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები