NBA - „იუტას
Aa
Aa

NBA - „იუტას" პრობლემები აქვს - „პორტლენდმა" „საკრამენტო" დაამარცხა

იუტა - ლეიკერსი 96 – 121

მიმდინარე სეზონში „იუტა ჯაზს“ დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ დონოვან მიჩელი და კომპანია ჯერჯერობით ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებენ. „ჯაზმენებს“ სტაბილურობა აკლიათ და „ლეიკერსთან“ განცდილი ფიასკო მათთვის მიჯრით მესამე გამოდგა.

„იუტამ“ ლოს-ანჯელესელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და უშანსოდ დამარცხდა. „ჯაზმა“ ყველა მეოთხედი წააგო და საკუთარ კედლებში შერცხვა.

„ლეიკერსს“ 26 ქულით ენტონი დევისმა ულიდერა. ლებრონ ჯეიმსმა აქტივში 20 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კენტავიუს კალდუელ-პოუპი და რაჯონ რონდო კი 14-14 ქულას დასჯერდნენ.

„იუტას“ 29 ქულით დონოვან მიჩელმა ულიდერა. ბოიან ბოგდანოვიჩმა 23 ქულა მიითვალა. რუდი გობერმა კი მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 13 ქულა, 10 მოხსნა.

პორტლენდი - საკრამენტო 127 – 116

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა. ტერი სტოტსის ბიჭებმა ბოლო 5 მატჩიდან მეოთხე მოიგეს და ამჯერად „საკრამენტო“ დაამარცხეს.

„ბლეიზერსს“ 33 ქულით სი ჯეი მაკკოლუმმა ულიდერა. დემიენ ლილარდმა თავი 24 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა. ჰასან უაითსაიდმა აქტივში 22 ქულა, 16 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, კარმელო ენტონიმ კი 20 ქულა დააგროვა.

„საკრამენტოს“ მხრიდან 28 და 23 ქულით ჰოლმსი და ჰილდი გამოირჩნენ. ნემანია ბიელიცამ მატჩი 17 ქულით დაასრულა, ხოლო იოგი ფერელმა 13 ქულა ჩააგდო.

შარლოტი - გოლდენ სტეიტი 106 – 91

დეტროიტი - მილუოკი 103 – 127

ორლანდო - ფინიქსი 128 – 114

ატლანტა - ბრუკლინი 118 – 130

ბოსტონი - მაიამი 112 – 93

ჩიკაგო - მემფისი 106 – 99

ოკლაჰომა - ინდიანა 100 – 107

დალასი - მინესოტა 121 - 114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები