ისრაელში ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე 14 სპორტსმენით იასპარეზებენ
Aa
Aa

ისრაელში ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე 14 სპორტსმენით იასპარეზებენ

7-14 დეკემბერს ისრაეილის ქალაქი ეილატი ჭაბუკ ძალოსანთა შორის (15-17 წლამდე) ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 კაციანი შემადგენლობით მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იასპარეზებს, გოგონათა შორის კი მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა 1 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი

ნაკრებმა ევროპირველობისთვის 2 თვიანი შეკრება საჩხერესა და დუშეთის ბაზაზე გაიარა.

ნაკრების თავკაცის ზურაბ ანთაურის განცხადებით შეკრებამ კარგად ჩაიარა და ყველა ძალოსანი სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ გიორბელიძემ რამდენიმე დღის წინ მუხლის ტრავმა მიიღო და შეჯიბრზე მისი მონაწილეობა ისრაელში გადაწყდება

გაგაცნობთ ნაკრფების შემაგდენლობას

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური. მწვრთნელები ბეჟან ჭიჭინაძე და ილია თვალოძე.

15 წლამდე ნაკრები:

67 კგ. ნიკა ესართია
73
კგ. თორნიკე ლომთაძე
89
კგ. გურამ ვეკუა

17 წლამდე 

55 კგ. ბაჩუკი შამილიშვილი
61
კგ. გიორგი ხარაზიშვილი
81 კგ.მანუჩარ გოგოხია
81
კგ. საბა ასანიზე
89 კგ.
ლუკა ქაშიბაძე
96 კგ.
ლაშა თაქთაქიშვილი
102
კგ. საბა ანთაური
102 კგ. ვანო ქაზუმაშვილი
+ 102 კგ.  
მიხეილ ადამია

გოგონათა მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა

15 წლამდე - ნათია გადელია (76 კგ)

ცხელი ამბები