Aa
Aa

„ჩელსის" სანჩოს გადაბირება სურს

ლონდონის „ჩელსი“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირებით ინტერესდება. Goal-ის ინფორმაციით „არისტოკრატებს“ სჯერათ, რომ კონკურენტებს აჯობებენ და ახალგაზრდა ინგლისელს ან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ან ზაფხულში გადაიბირებენ.

როგორც ირკვევა „ჩელსი“ მზადაა სანჩოს სანაცვლოდ თავისთვის სარეკორდო თანხა გაიღოს. დღევანდელი მონაცემებით „ლურჯების“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კეპა არისაბალაგა გახლავთ, რომელიც ლონდონელებმა 72 მილიონ ფუნტად შეიძინეს. Daily Mail-ის მიხედვით „არისტოკრატებს“ „დორტმუნდის“ დასაყოლიებლად დაახლოებით 100 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

სანჩოს საკუთარ რიგებში ხილვა ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდებსაც სურთ, თუმცა „ჩელსის“ ტამი აბრაჰამისა და კალუმ ჰადსონ-ოდოის ეიმედება. ხსენებულ დუეტს 19 წლის ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა აქვს და ლონდონელები თვლიან, რომ ეს წყალს მათ წისქვილზე დაასხამს.

შეგახსენებთ, რომ „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრებს ტრანსფერების განხორციელება 2020 წლის ზაფხულამდე აკრძალული აქვთ. თუმცა „ლურჯებმა“ აპელაცია შეიტანეს და ვარაუდობენ, რომ სასამართლოს ვერდიქტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გაიგებენ. თუ „არისტოკრატებს“ დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს, ისინი სანჩოს გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები