Aa
Aa

კოუტინიო: „100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე"

„ბარსელონას" შემტევი, ფილიპე კოუტინიო, რომელიც „ბაიერნში" იჯარის წესით იმყოფება აცხადებს, რომ გერმანიაში წასვლას არ ნანობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ლუსიო ყოველთვის ამბობდა რა სასიამოვნო იყო „ბაიერნის" რიგებში თამაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქ გადმოსვლა ძალიან მინდოდა. „ბაიერნში" პირველივე წუთიდან თავი კომფორტულად ვიგრძენი და 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ჩემი გეგმა წლევანდელი სეზონის „ბაიერნში" ჩამთავრებაა და მხოლოდ ამაზე ვარ ფოკუსირებული. თუმცა თუ ყველაფერი აეწყო, გერმანიაში სიამოვნებით დავრჩები".

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „რეკორდმაისტერში" სეზონის ბოლომდე გახლავთ განათხოვრებული. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიკო კოვაჩის ყოფნისას „კოუ" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა. ჰანს ფლიკის დანიშვნის შემდეგ კი მას სათამაშო დრო შეუმცირდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელს 18 შეხვედრაში 3 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები