პრემიერლიგა: ჩელსიმ და ლესტერმა თავიანთი მატჩები მოიგეს (VIDEO)
Aa
Aa

პრემიერლიგა: ჩელსიმ და ლესტერმა თავიანთი მატჩები მოიგეს (VIDEO)

პრემიერლიგის მე-15 ტურში „ჩელსიმ“ დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა. ლონდონელებმა „ასტონ ვილას“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მეტად საჭირო გამარჯვება გაიფორმა, რომელიც ტამი აბრაჰამისა და მეისონ მაუნტის გოლებით მოიპოვა.

ბირმინჰემელები მხოლოდ ტრეზეგეს გოლს დასჯერდნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ჩელსიმ“ მე-4 პოზიცია გაიმყარა და უახლოეს მდევარ „ვულვზს“ 6 ქულით უსწრებს.

თავისი მატჩი მოიგო მეორეადგილოსანმა „ლესტერმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან „უოტფორდს“ 2:0 სძლია.

„მელიებმა“ ვარდისა და მედისონის გოლებით მოიგეს. „ლესტერის“ ლიდერები ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან.

ბრენდან როჯერსის გუნდი საათივით არის აწყობილი და ეს თამაშის ხარისხთან ერთად სატურნირო ცხრილშიც ისახება.

„ლესტერი“ 15 ტურის შემდეგ, 35 ქულით მეორე ადგილზეა და „სიტის“ 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები