მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 ტოტენჰემი - მოურინიო
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 ტოტენჰემი - მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხდა (VIDEO)

პრემიერლიგის მე-15 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მოურინიოს გუნდს წინა მატჩებისგან განსხვავებით „ოლდ ტრაფორდზე“ მორიდება ეტყობოდა და მათ თამაშში ნაკლები სითამამე იყო. საპირისპიროდ, აგრესიული და აქტიური იყო სულშერის გუნდი.

ანგარიში მე-6 წუთზე მარკუს რაშფორდის ჭვიანური დარტყმითა და გაზანიგას არადამაჯერებელი თამაშის შედეგად გაიხსნა.

39-ე წუთზე დელე ალიმ საჯარიმოში ჩინებული მოძრაობით მცველები ჩამოიტოვა და დე ხეას აჯობა - 1:1.

„მანკუნიანელებმა“ „დეზებს“ გოლი მეორე ტაიმის სტარტზევე გაატანეს. 49-ე წუთზე რაშფორდმა მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია - 2:1.

მეორე ნახევარში „ტოტენჰემმა“ ის უპირატესობა ვერ მოიპოვა, რომელიც მატჩს გადაარჩენდა. საბოლოოდ, „წითელმა ეშმაკებმა“ დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები