პირველად საქართველოში! ერთა ლიგაზე თბილისში ვიდეო რეფერის გამოიყენებენ
Aa
Aa

პირველად საქართველოში! ერთა ლიგაზე თბილისში ვიდეო რეფერის გამოიყენებენ

დღეს ნიონში UEFA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფებისთვის ვიდეო რეფერი (VAR) იქნება გამოყენებული.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრების მატჩებს ვიდეო რეფერიც მოემსახურება.

2020 წლის 26 მარტს თბილისს ბელარუსის ნაკრები ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ჩვენი მეტოქე მაკედონია-კოსოვოდან გამარჯვებული იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ვიდეო რეფერი შეხვედრებს უფრო სამართლიანს გახდის და მსაჯებიც ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

UEFA-ს ვიდეო რეფერის გამოყენება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის ზონის საკვალიფიკაციო მატჩებისთვისაც სურს და საამისოდ FIFA-სგან დასტურს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ თუ რუმინელები ერთა ლიგის A დივიზიონს მოიგებენ, ისინი D (საქართველო, მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი) დივიზიონიდან გასულ ნაკრებს F, ანუ „სიკვდილის ჯგუფში“ გაუშვებენ, სადაც საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია არიან. თავად კი ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრიასთან C ჯგუფში მოხვდებიან.

ამრიგად, თუ A დივიზიონს ისლანდია, უნგრეთი, ან ბულგარეთი მოიგებს, ნებისმიერი მათგანი F „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდება. სიტუაცია მხოლოდ რუმინეთის გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები