ოფიციალურად: ემბოლო
Aa
Aa

ოფიციალურად: ემბოლო "შალკეს" ფეხბურთელია!

შვეიცარიის ნაკრებისა და "ბაზელის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ბრილ ემბოლო კარიერას "შალკეში" გაგრძელებს. იგი გუნდთან 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაცია გერმანული კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

ემბოლოს მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული კლუბი იჩენდა, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი". ცნობილია ისიც, რომ ზამთარში "ბაზელმა" "ვოლფსბურგს" 27 მილიონზე უთხრა უარი. 

19 წლის ემბოლომ კარიერა სწორედ "ბაზელის" რიგებში დაიწყო და 2 წლის განმავლობაში ძირითადი გუნდის მაისურით 61 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები