წყალბურთი - ჩემპიონთა ლიგა:
Aa
Aa

წყალბურთი - ჩემპიონთა ლიგა: "დინამოს" ძალიან დასანანი მარცხი "ჰანოვერთან"

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა და გერმანულ „ჰანოვერთან“ ძალიან დასანანი მარცხი იწვნია - 10:11.

მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა. „დინამო“ ბოლო წუთებამდე უპირატესობას ფლობდა, თუმცა შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს და ნაგარიში წარმატებით შეინარჩუნეს.

თბილისურ კლუბს მომდევნო ტურის შეხვედრა 14 დეკმებერს ელის. „დინამო“ სტუმრად ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს იტალიურ „პრო-რეკოს“ დაუპირისპირდება.

ცხელი ამბები