Aa
Aa

"ვამაყობ ჩემი გუნდით და სამწვრთნელო შტაბით", - შოთა არველაძის "ფახთაქორმა" ტრიპლეტი შეასრულა!

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ 2019 წლის სეზონში ტრიპლეტი შეასრულა.

არველაძის გუნდმა მიმდინარე წელს მე-3 ტიტული მოიგო - უზბეკეთის სუპერლიგისა და ქვეყნის თასის მოგების შემდეგ, „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო.

ფინალურ შეხვედრაში არველაძის გუნდმა AGMK ალმალიკი 6:2 გაანადგურა.

ფინალურ მატჩში მონაწილეობა მიიღო „ფახთაქორის“ ქართველმა ლეგიონერმა ელგუჯა გრიგალაშვილმა, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს.

“უზბეკეთის ლიგის თასის ფინალში გამარჯვებით, მიმდინარე სეზონში მესამე ტიტული მოვიპოვეთ. ვამაყობ ჩემი გუნდით და სამწვრთნელო შტაბით. მადლობას გიხდით, გულშემატკივრობისთვის!” - განაცხადა არველაძემ ტრიუმფის შემდეგ.

შეგახსენებთ, შოთა არველაძე უზბეკურ კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო გუნდის მთავარ სელექციონერად არჩილ არველაძე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები