შეცვლილი შემადგენლობით სერიის მეორე მატჩში
Aa
Aa

შეცვლილი შემადგენლობით სერიის მეორე მატჩში

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასამართი 19-წლამდელთა სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

 პირველი მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სასტარტო შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვალა. ძირითადში ადგილი მხოლოდ მეორეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა შეინარჩუნა, რომელიც ხვალ ნაკრების კაპიტანი იქნება.

„გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი მორაგბეები მაღალი ზეწოლის ქვეშ გამოვცადოთ და მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე ვნახოთ საქმეში. ვნახავთ ეს ბიჭები როგორ გაართმევენ თავს დავალებებს და ამ ორი თამაშის შედეგად შევჯერდებით, ვინ დარჩება შემდგომ შეკრებებზე და ვინ დაგვტოვებს - განაცხადა მაისურაძემ.    

 საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 5 დეკემბერსშევარდენზე“, 11 საათზე დაიწყება. სტუმრები ორმატჩიანი სერიის შემდეგ სამშობლოში ხვალვე ბრუნდებიან და მატჩი დილის 11 საათზე მათი თხოვნის შედეგად დაინიშნა. 

 სერიის პირველ მატჩში, რომელიცშევარდენზე“ 2 დეკემბერს გაიმართა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველი ტაიმის მიწურულს ორი ლელო გაუტანეს და 18:14 დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა 28:21 იმარჯვეს. 

 

ცხელი ამბები