კიელინი: „მონაკოს“ დაცვა საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესოა
Aa
Aa

კიელინი: „მონაკოს“ დაცვა საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესოა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ, დღეს საღამოს, „მონაკოსთან“ გასამართ მატჩზე ისაუბრა და ხაზი მეტოქის დადებით მხარეებს გაუსვა.

 

„ჩვენ პატივს ვცემთ „მონაკოს“ და ბრწყნვალედ გვესმის თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ლეანდრო ჟარდიმის გუნდი. ამ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში ვხვდებით და ვალდებულნი ვართ, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება ნებისმიერ ფასად მოვიპოვოთ. „მონაკო“ აქცენტს ახალგაზრდებზე და ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე აკეთებს. მათი დაცვა კი საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესოა“ - განაცხადა ჯორჯო კიელინიმ

 

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული 32 შეხვედრიდან „მონაკოს“ საკუთარ კარში 22 ბურთი აქვს გაშვებული, რაც ლიგა 1-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები