მილტონ ჰეიგი
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი "ოლ ბლექსის" სავარაუდო მწვრთნელთა სიაში

იაპონიაში დასრულებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგოლ ბლექსმამთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი თანამდებობიდან დაითხოვა.

ახალ ზელანდიური მედიის ინფორმაციით ქვეყნის რაგბის კავშირში განიხილებოდა 26 სპეციალისტი, რომელთა შორისბორჯღალოსნებისექს დამრიგებელი მილტონ ჰეიგიც სახელდებოდა.

ზელანდიელმა სპეციალისტმა NZCiTy-სთან კომენტარი გააკეთა.

არ ვაპირებ უსაქმურად ჯდომას და იმის ლოდინში ყოფნას თუ როდის შემომთავაზებენოლ ბლექსისგაწვრთნას. ვფიქრობ, რომ დღეს ისეთი მწვრთნელის სწრაფად პოვნა, რომელიც ნაკრებისთვის სწორი არჩევანი იქნება შეუძლებელია“

შეგახსენებთ , რომ მილტონ ჰეიგმა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იაპონურ კლუბთანსანტორი სანგოლიათთან“ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცხელი ამბები