მუაი ტაის მებრძოლმა საშინელი ტრავმა მიიღო
მუაი ტაის მებრძოლმა, ედი ფერელმა სტეფან ლოტერინგთან ბრძოლისას საშინელი ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა დაპირისპირება ნაადრევად შეეწყვიტა.
ფერელი და ლოტერინგი ერთმანეთს ავსტრალიაში, მუაი ტაის საჩემპიონო ქამრისთვის შეერკინენ. ორთაბრძოლისას ორივე მოკრივე მაქსიმუმს აკეთებდა, თუმცა ერთ მომენტში ფერელმა თვალის ზევით საზარელი დაზიანება მიიღო.
ედის ბანაკის წარმომადგენლებმა და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ფერელი რინგზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ იძულებულები გახდნენ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ.
ლოტერინგთან დაპირისპირების შემდეგ, ფერელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც კარგად ასახავს თუ რამდენად სერიოზული გახლდათ დაზიანება. ედიმ ვიდეოს ტექსტიც დაურთო და ლოტერინგს გამარჯვება მიულოცა.