Aa
Aa

მესი: „ჩემთვის ცოტათი მტკივნეული იყო, როცა რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო"

ლიონელ მესიმ მეექვსე ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, France Football-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის ცოტათი მტკივნეული იყო, როცა კრიშტიანუ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ დაისაკუთრა.

„რა თქმა უნდა მსიამოვნებდა ერთადერთი ფეხბურთელი რომ ვიყავი, რომელსაც ხუთი ოქროს ბურთი ჰქონდა. ვაღიარებ, რომ ცოტათი მტკივნეული იყო, როცა კრიშტიანუ რონალდუ გამითანაბრდა.

გახლდით თუ არა ბოლო წლების განმავლობაში იმედგაცრუებული? მოდით, გეტყვით, რომ კარგად მესმოდა ოქროს ბურთს რატომ ვერ ვიგებდი. „ბარსელონაში“ მიზანს ვერ მივაღწიეთ და ჩემპიონთა ლიგა ვერ დავისაკუთრეთ. ამ ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, ოქროს ბურთის მიღების უფრო დიდი შანსი გაქვს.

კრიშტიანუმ ოქროს ბურთი იმიტომ მოიგო, რომ ზედიზედ კარგი სეზონები ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. მან ეს ჯილდო დაიმსახურა და მე ვერაფერს გავაკეთებდი.

ვთვლი თუ არა, რომ უსამართლობას ჰქონდა ადგილი? ეს თავად გადაწყვიტეთ და მითხარით ვის გადაეცემა ოქროს ბურთი - საუკეთესო ფეხბურთელს თუ მას ვინც საუკეთესო სეზონი ჩაატარა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები