ტაისონ ფიურიმ უცნობ მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
Aa
Aa

ტაისონ ფიურიმ უცნობ მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა

ტაისონ ფიურიმ სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა. ბრიტანელმა მოკრივემ მომხდარის შესახებ თავის გულშემატკივრებს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე უამბო.

"ამ საღამოს ძალიან უცნაური ამბავი შემემთხვა. ერთი მხრივ თავი მოკრძალებულ ადამიანად ვიგრძენი, მეორე მხრივ კი გავგიჟდი.

ამ საღამოს ჩემს სახლთან უცნობი მამაკაცი მოვიდა და მითხრა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა დასძინა, რომ ჯერ ჩემთან გასაუბრება სურდა.

მე, როგორც ტაისონ ფიურიმ მას თვითმკვლელობა გადავაფიქრებინე, ჩვენ ერთად სამი მილი ვირბინეთ და წასვლისას ის ძალიან ბედნიერი იყო.

მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, რომელიც მენტალურ პრობლემებს ებრძვის - ძალიან გთხოვთ, თავს ნუ მოიკლავთ. გპირდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გთხოვთ დახმარება მოძებნეთ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რჩევები მიიღეთ.

ფარ-ხმალი არ დაყაროთ, ბრძოლა განაგრძეთ და სიკვდილს არ დანებდეთ.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ დაეცემით. ყოველთვის ფეხზე წამოდექით, ზუსტად ისე, როგორც ეს მე დეონტეი უაილდერთან ბრძოლის მე-12 რაუნდში გავაკეთე. ყოველთვის წინ იარეთ. ჩვენ არასდროს ვნებდებით".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები