გიორგი ჩაკვეტაძე ბრუნდება
Aa
Aa

გიორგი ჩაკვეტაძე ბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთს უბრუნდება.

ბელგიური მედიის ინფორმაციით 20 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშისთვის სრულებით მზადაა.

"გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების დრო მოვიდა. ის მზადაა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. შესაბამისად, გუნდის განაცხადში მის შეყვანას ვითხოვ"- ამბობს გენტის მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი

შეგახსენებთ , რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაზაფხულზე გაიკეთა და მას შემდეგ არ უთამაშია.

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 17 ტურის შემდეგ „გენტს“  32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ჩემპიონატში მომდევნო მატჩს „გენტი“  4 დეკემბერს სტუმრად შარლერუასთან უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები