„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ -  კრიშტიანუს და ვან დეიკის ირონიულ განცხადებას გამოეხმაურა
Aa
Aa

„რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაგამარცხა“ - კრიშტიანუს და ვან დეიკის ირონიულ განცხადებას გამოეხმაურა

პარიზში 2019 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გაიმართა. პორტუგალიელი ღონისძიებას ვერ დაესწრო, რადგან იტალიაში Gran Galà del Calcio-ს ცერემონიაზე იმყოფებოდა, სადაც სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.

ოქროს ბურთის ცერემონიამდე ჟურნალისტმა ვირჯილ ვან დეიკს კრიშტიანუ რონალდუს არყოფნის შესახებ ჰკითხა და ჰოლანდიელისგან ირონიული და გამომწვევი პასუხი მიიღო.

ჟურნალისტი: „კრიშტიანუ ცერემონიაზე დასასწრებად არ ჩამოვა, ასე რომ ერთი მეტოქით ნაკლები დარჩა".

ვან დეიკი: „ის აქამდე მეტოქედ ითვლებოდა“?!

მოგვიანებით „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვან დეიკის განცხადებას კრიშტიანუ რონალდუს და, კატია გამოეხმაურა.

„ვფიქრობ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იმედგაცრუებულები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ საკლუბო დონეზე მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს ის ოქროს ბურთს ვერ დაისაკუთრებს... თუმცა ეს აბსოლუტურად სხვა თემაა.

ახლა კი ძვირფასო ვირჯილ, კრიშტიანუმ ათასჯერ გააკეთა ის, რაც შენ გააკეთე და ათასჯერ იყო იქ, სადაც შენ იყავი. რონალდუმ პრემიერ ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, ხოლო შენ და შენი „ლივერპული“ პრემიერ ლიგის თასს ჯერ არც კი შეხებიხართ. კრიშტიანუ რონალდუ პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი იყო, რის შემდეგაც ძვირფასო ვირჯილ, მან კარიერა სხვა კლუბებში გააგრძელა და მათ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კიდევ იცი რას გეტყვი ვირჯილ? რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაგამარცხა! ოქროს ბურთი? რონალდუს ოქროს ბურთი 5-ჯერ აქვს მოგებული. და გარდა ამისა ამ ზაფხულს რონალდუმ და მისმა პორტუგალიამ შენი ჰოლანდიის ნაკრები გაანადგურეს.

ძვირფასო ვირჯილ, კარიერის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ უფრო მეტი ტიტული მოიგო, ვიდრე შენ. მაგარია არა?

ახლა კი ვირჯილ მოდი იმ ტიტულებზე ვისაუბროთ, რომელთა მოგებაც რაღაცას ნიშნავს. კრიშტიანუ რონალდუს დონეზე მხოლოდ მაშინ ახვალ, როცა ბევრ მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებ.

კრიშტიანუ, ჩემთვის შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და ყოველთვის იქნები“!

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები