Aa
Aa

NBA-ში "გრიკ ფრიკი" და "მელო" გამოარჩიეს

NBA-ის მიმდინარე სეზონის მეექვსე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად "მილუოკი ბაქსის" მსუბუქი ფორვარდი, იანის ანტეტოკოუნმპო და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის" მსუბუქი ფორვარდი, კარმელო ენტონი დაასახელეს.

ანტეტოკოუნმპოს საოცარი თამაშის წყალობით "მილუოკიმ" 4-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა და "იუტა", "ატლანტა", "კლივლენდი" და "შარლოტი" დაამარცხა. ბერძენი ოთხივე მატჩში ბრწყინვალე იყო და საშუალოდ 34.8 ქულას, 11.3 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. "ჯაზმენების" წინააღმდეგ ანტეტოკოუნმპომ საერთოდ 50 ქულა, 14 მოხსნა და 6 ასისტი გაიფორმა.

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დასავლეთ კონფერენციაში კარმელო ენტონის გარჯა დააფასა. NBA-ში ახლად დაბრუნებულმა "მელომ" თავის გუნდს 3-დან 3 მატჩი მოაგებინა და საშუალოდ 22.3 ქულას, 7.7 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. გასულ კვირაში ენტონი პარკეტიდან 57.4 პროცენტით უტევდა, ხოლო პერიმეტრიდან ნასროლი ბურთების 45.5 პროცენტი ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები