ბორდასი:
Aa
Aa

ბორდასი: "მესის რონალდუზე 10-ით მეტი ოქროს ბურთი უნდა ჰქონდეს"

დღეს პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ევროპული გრანდების სუპერვარსკვლავები საფრანგეთის დედაქალაქისკენ უკვე გაემართნენ და გამონაკლისი არც "ბარსელონა" გახლდათ.

"ბლაუგრანას" წარმომადგენლებმა კატალონია ჩარტერული რეისით დატოვეს. აეროპორტში ბარტომეუს, გრაუსა და აბიდალს კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ ჟურნალისტებთან ხავიერ ბორდასმა ისაუბრა და აღნიშნა: "ლიონელ მესის რონალდუზე 10-ით მეტი ოქროს ბურთი უნდა ჰქონდეს".

ბორდასს მხარი გილერმო ამორმაც აუბა და განაცხადა: "იმედი მაქვს ოქროს ბურთს მესის გადასცემენ, რაც კიდევ ერთხელ დააზუსტებს ჩვენს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც მესი მსოფლიოში საუკეთესოა".

შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით ოქროს ბურთს ლიონელ მესი დაისაკუთრებს. თუ უცხოური გამოცემების პროგნოზი გამართლდა "ლა პულგა" პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მეექვსედ გახდება და კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები