ახალგაზრდა
Aa
Aa

ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებმა" სამხრთეთ აფრიკელ თანატოლებს ორი ლელო დაუდეს

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ მატჩში სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს უმასპინძლა და ანგარიშით 21:28 დამარცხდა.

შეხვედრაში თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ და მე-9 წუთისთვის უკვე 7:0-ს იგებდნენ. მე-20 წუთზე ლაშა ლომიძემ საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

32-ე წუთზე კი ლომიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა მინიმალური გახდა - 6:7, თუმცა მალევე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს.

36-ე წუთზე კი უკვე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეძლო ლელოს დადება, რომლის ავტორი საბა კურატაშვილი გახდა. მე-40 წუთზე გიორგი მარგალიტაძემ დადო ლელო და საქართველო 16:14 დაწინაურდა, ლომიძემ გარდასახა და ანგარიში 18:14 გახდა.

45-ე წუთზე ლომიძემ ჯარიმა ისევ ზუსტად შეასრულა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" 21:14 დაწინაურდა.


 

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ქართველებს ქულები აღარ მოუპოვებიათ, ხოლო სამხრეთაფრიკელებმა ორი ლელო დადეს და იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ამხანაგური მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება.

 

ცხელი ამბები