ოფიციალურად: გრიზმანი
Aa
Aa

ოფიციალურად: გრიზმანი "ატლეტიკოს" შეუთანხმდა!

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემები ავრცელებენ. 

წყაროს თქმით, გრიზმანსა და "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტსაც ხელი უახლოეს ხანში მოეწერება, რომლის თანახმადაც, ფრანგი შემტევი "ვისენტე კალდერონზე" 2021 წლამდე დარჩება. 

"მე მსურს ყოველ წელს გავიზარდო და კლუბთან ერთად კიდევ ბევრს მივაღწიო, ამაში კი სამწვრთნელო შტაბისა და თანაგუნდელების დიდი იმედი მაქვს. იმედი მაქვს იმისაც, რომ "ატლეტიკოს" მაისურით მომავალში უამრავ გოლს გავიტან. აქ მე ყველაფერი მაკმაყოფილებს". - აცხადებს 25 წლის გრიზმანი, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით მეტოქეთა კარში 32 გოლი შეაგდო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები