ჰარდენისა და ანტეტოკოუნმპოს ისტორიული ნოემბერი
Aa
Aa

ჰარდენისა და ანტეტოკოუნმპოს ისტორიული ნოემბერი

გასულ სეზონში იანის ანტეტოკოუნმპოსა და ჯეიმს ჰარდენს საუკეთესოობაზე ჰქონდათ პრეტენზია და მათი დუელი მიმდინარე სეზონშიც გრძელდება. „მილუოკის“ მსუბუქმა ფორვარდმა და „ჰიუსტონ როქეთსის“ მსროლელმა მცველმა ნოემბერში ისტორიულად კარგად იასპარეზეს.

ანტეტოკოუნმპო ABA-სა და NBA-ის გაერთიანების შემდეგ მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ თვეში მინიმუმ 500 ქულა და 200 მოხსნა მიითვალა. „გრიკ ფრიკმა“ ლეგენდარული მოუზეს მელოუნის მიღწევა გაიმეორა.

ჯეიმს ჰარდენს რაც შეეხება, „წვერამ“ ნოემბერში 592 ქულა გაიფორმა. NBA-ის ისტორიაში ერთ თვეში 592-ზე მეტი ქულა მხოლოდ რიკ ბერისა და უილტ ჩემბერლენს აქვთ დაგროვებული.

„ჰიუსტონის“ ლიდერი ნოემბერში საშუალოდ 39.5 ქულას, 7.6 შედეგიან გადაცემას და 6.4 მოხსნას აგროვებდა. ანტეტოკოუნმპო კი ამ პერიოდში საშუალოდ 32.7 ქულას, 13.3 მოხსნას და 5.4 შედეგიან გადაცემას აკეთებდა და პარკეტიდან ნასროლი ბურთების 56 პროცენტს აგდებდა.

შეგახსენებთ, რომ ჰარდენის „როქეთსი“ 13 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს. ხოლო ანტეტოკოუნმპოს „მილუოკი“ 17 გამარჯვებითა და 3 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები