Aa
Aa

მანე "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო

"ლივერპულის" ფეხბურთელი, სადიო მანე "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოს იყო. გერმანული გრანდის აღმასრულებელი დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით "რეკორდმაისტერი" სენეგალელს აკვირდებოდა, მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო, ტრანსფერი არ შედგა.

რუმენიგე "წითლების" ვარსკვლავის შესახებ Bild-ს ესაუბრა.

"ჩვენ მანეს მიმართ ინტერესი გვქონდა, მაგრამ რატომღაც არაფერი გამოგვივიდა. შედეგად ის ჯერ "საუთჰემპტონში" წავიდა, შემდეგ კი კარიერა "ლივერპულში" გააგრძელა, რაც ძალიან სამწუხაროა".

რუმენიგეს თუ დავუჯერებთ "ბაიერნს" მანეს გადაბირება მაშინ სურდა, როცა სენეგალელი "მეციდან" "ზალცბურგში" გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის შემტევი მშვენივრად გამოიყურება და პრემიერ ლიგაში 8 გოლთან ერთად 4 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ მანეს გარდა რუმენიგეს კომენტარის გაკეთება ლეროი სანეს ტრანსფერის შესახებაც სთხოვეს. "სანეს შესახებ რამე რომ ვთქვა პრობლემები შეიქმნება. თანაც მისი გამოსასყიდი თანხა არ დაიკლებს. ასე რომ დუმილს ვამჯობინებ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები