Aa
Aa

ვალვერდე და საული მესის აქებენ - "ლეო საუკეთესოა"

ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. „ლა პულგამ“ თავი ამჯერად „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამოიჩინა და მატჩის 86-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის გამოსვლამ საფეხბურთო სამყარო აღაფრთოვანა და გამონაკლისი არც ერნესტო ვალვერდე ყოფილა. „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა და თავისი შეგირდი შეაქო: „დაძაბულ და მძიმე მატჩებში ლიონელ მესის ყოლა უდიდესი უპირატესობაა“.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი სპეციალისტის პოზიცია „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა, საულმაც გაიზიარა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „სახიფათო მომენტები შევქმენით და გოლის გატანა შეგვეძლო, ამიტომ მარცხით იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა როცა მესი მოედანზეა, მას ასეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია. ლეო მსოფლიოში საუკეთესოა. პირადად ჩემთვის მესი ნომერ პირველია და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რატომაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“.

„ატლეტიკოსთან“ მოპოვებული სამი ქულის შემდეგ „ბარსელონამ“ ლა ლიგის პირველობა დაიბრუნა. „ბლაუგრანას“ 31 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას „კამპ ნოუზე“ „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები