გრილიშის შედევრი
Aa
Aa

გრილიშის შედევრი "ოლდ ტრაფორდზე" - "ლესტერის" საოცარი "ქამბექი" 94-ე წუთზე! (VIDEO)

პრემიერლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი ქულები დაკარგა. „მანკუნიანელებმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლეს და ფრედ 2:2 ითამაშეს.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ჯეკ გრილიშის ულამაზესი გოლით გაიხსნა.

ტაიმის მიწურულს „იუნაიტედის“ სტანდარტულს ჰიტონის ავტოგოლი მოჰყვა და სულშერის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მეორე ნახევარში ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გავიდა. 64-ე წუთზე ლინდელოფმა მასპინძლები დააწინაურა. 66-ე წუთზე კი მინგსმა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ასტონ ვილამ“ ბოლო 2 ტურში 4 ქულის აღება შეძლო, რაც მათთვის კარგი შედეგია, რასაც ვერ ვიტყვით „წითელ ეშმაკებზე“, რომლებმაც ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლეს.

„იუნაიტედის“ ქომაგები ელოდებიან, თუ როდის დატოვებს პოსტს ოლე გუნარ სულშერი...

თავისი მატჩი მოიგო „ლივერპულის“ მთავარმა მდევარმა „ლესტერმა“.

ბრენდან როჯერსის გუნდმა „ევერტონს“ უმასპინძლა და ბრწყინვალე „ქამბექი“ შემოგვთავაზა.

„კანფეტები“ 23-ე წუთზე რიშარლისონის გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში 64-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ წონასწორობა აღადგინა. კულმინაცია კი მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო მე-4 წუთზე შედგა. კელეჩი იჰიენაჩომ მცველების შეცდომით ისარგებლა და შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო. ვიდეო რეფერიმ გოლი ჩათვალა და მოედანზე ემოციების ზღვა წამოვიდა.

„ლესტერი“ 14 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები