Aa
Aa

"ნორვიჩი" 2:2 "არსენალი" - ლუნგბერგის დებიუტი და უსახური ფეხბურთი (VIDEO)

პრემიერლიგის მე-14 ტურში დროებით ფრედერიც ლუნგბერგის ხელში მყოფმა „არსენალმა“ მორიგი ქულები დაკარგა და „ნორვიჩთან“ სტუმრად 2:2 ითამაშა.

მატჩის სცენარიდან გამომდინარე, „კანონირებისთვის“ ეს ქულა მისაღებიც უნდა იყოს.

შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე პუკის დარტყმითა და რიკოშეტის შედეგად გასული გოლით გაიხსნა.

29-ე წუთზე ობამეიანგმა გაათანაბრა, თუმცა „არსენალმა“ შესვენებამდე მეორეც გაუშვა. დამატებულ მე-2 წუთზე ქენთველმა მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა.

მერე ტაიმის სტარტზე ობამეიანგმა დუბლის შესრულება შეძლო და „მეთოფეებს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა მატჩი შეგვიძლია ვთქვათ ლოგიკური ფრით დასრულდა.

„არსენალი“ ძალიან ღრმა კრიზისშია და კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოძებნოს.

14 ტურის შემდეგ ლონდონელები 19 წულით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები